
ბადაგონის სახლი შუამთაში და ბადაგონის სახლი ალავერდთან 1-დან 10 დეკემბრის ჩათვლით, გიწვევთ წინასაახალწლო საბავშვო ღონისძიებაზე – „ორცხობილიადა 2022“ !
გვსურს გიმასპინძლოთ სახაალწლო ორცხობილების მასტერკლასზე, სადაც ბავშვები თავად გამოაცხობენ ფერად-ფერად ორცხობილებს.
ორცხობილების ფერადი ცომის მომზადება, ფორმებით მოჭრა და გამოცხობა თეთრი და ფერადი საკონდიტრო მინანქრით, შემეცნებითი აქტივობები ორცხობილების გამოცხობამდე უამრავი სახალისო თამაში და ბოლოს, #რათქმაუნდა ორცხობილების მოხატვის პროცესი.
პატარებისა და დიდების ერთობლივი შემართებით გამომცხვარი ორცხობილების დეგუსტაციისას კაკაოთი გაგიმასპინძლდებით, ხოლო ბავშვების მიერ გაფორმებული ორცხობილებს, საჩუქრად გაგატანთ.
მასტერკლასზე მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პატარებს – 4 წლიდან, ღონისძიებაზე დასწრება ფასიანია და აუცილებელია წინასწარ დაჯავშნა.
ერთად შევიქმნათ საზეიმო განწყობა, ჩვენ პატარებთან ერთად.