თარიღი : 01/12/2022
ლოკაცია : ბადაგონის სახლი შუამთაში
ორცხობილიადა 2022

🥞 ბადაგონის სახლი შუამთაში და ბადაგონის სახლი ალავერდთან 1-დან 10 დეკემბრის ჩათვლით, გიწვევთ წინასაახალწლო საბავშვო ღონისძიებაზე – „ორცხობილიადა 2022“ ! 🎉

🎄 გვსურს გიმასპინძლოთ სახაალწლო ორცხობილების მასტერკლასზე, სადაც ბავშვები თავად გამოაცხობენ ფერად-ფერად ორცხობილებს.

🥨 ორცხობილების ფერადი ცომის მომზადება, ფორმებით მოჭრა და გამოცხობა თეთრი და ფერადი საკონდიტრო მინანქრით, შემეცნებითი აქტივობები ორცხობილების გამოცხობამდე უამრავი სახალისო თამაში და ბოლოს, #რათქმაუნდა ორცხობილების მოხატვის პროცესი.

🎉 პატარებისა და დიდების ერთობლივი შემართებით გამომცხვარი ორცხობილების დეგუსტაციისას კაკაოთი გაგიმასპინძლდებით, ხოლო ბავშვების მიერ გაფორმებული ორცხობილებს, საჩუქრად გაგატანთ.
➡ მასტერკლასზე მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პატარებს – 4 წლიდან, ღონისძიებაზე დასწრება ფასიანია და აუცილებელია წინასწარ დაჯავშნა.

🎉ერთად შევიქმნათ საზეიმო განწყობა, ჩვენ პატარებთან ერთად.

მისამართი

თავისუფლების მოედანი N4, თბილისი
ვარდისუბანი, შუამთა, კახეთი
ალავერდი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, კახეთი

 

დაჯავშნა

+995 598 158 800 თბილისი

+995 591 158 800 შუამთა

+995 595 880 015 ალავერდი

ელ. ფოსტა contact@badagoni.com

Close
Close